სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამერიკაში კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფება, ამერიკულ ტელეარხს, FOX NEWS-ს ინტერვიუ მისცა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ინტერვიუში ტრამპთან და მისი მომავალი კაბინეტის წევრებთან არაოფიციალური შეხვედრების შესახებ, ასევე საქართველოს აშშ-სთვის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.