სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო 3 ოქტომბერს განიხილავს. საუბარია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევაზე, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ვიზიტებს ეხება.

ამის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

საკითხს ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში, მმართველი გუნდის შეფასებით, პრეზიდენტი კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.