სალომე ზურაბიშვილის განცხადება

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ზურაბიშვილის თქმით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ პლატფორმაში შემავალი არცერთი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. მისივე თქმით, კომისია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შეიქმნა და მას ლეგიტიმაცია ვერ ექნება. ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე პატიმრების გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრეს.