სალომე ზურაბიშვილის განცხადება

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, პარალელურად კი, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია, რისი ალტერნატივაც არ არსებობს და აუცილებლად ჩატარდება. როგორც პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის არის და იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლება კი უკვე იშლება.

სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ანა ბროლაძე გაგვაცნობს.