პრეზიდენტმა ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ორბელიანების სასახლე უკვე დატოვეს. ამჯერად სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერი ლიდერები ხვდებიან. ოპოზიცია დღევანდელ გადაწყვეტილებას ქვეყნის საგარეო კურსის ოფიციალურ ცვლილებად აცხადებს და წინააღმდეგობრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს. შეხვედრის შემდეგ ბრიფინგის გამართვას გეგმავს პრეზიდენტი.