სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, აქციის მონაწილეების მოთხოვნებსა და კრიზისზე. გაიხსენა 2020 წლის მოვლენებიც. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და ქართველი ხალხის ხმა მოიპარეს. მისი თქმით, ახლა ქვეყანა იბრძვის საკუთარი უფლებებისა და დემოკრატიის დასაცავად.
პრეზიდენტის მხრიდან აქცენტი გაკეთდა საქართველოში არსებულ საპროტესტო მუხტზე და აქციაზე დაშავებულებსა და დაკავებულებზე, ასევე სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებებზე. თქვა, რომ „ქართული ოცნების“ კურსი რუსულია, მოსახლეობის არჩევანი კი ევროპაა. მან ევროპელ ლიდერებს ქართვლების მხარდასაჭერად მეტი ინიციატივის გამოჩენისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ხვალ პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მიწვევით ჩავიდა.