სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურება
სალომე ზურაბიშვილი ალეკო ელისაშვილის ქმედებას ემიჯნება. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მსგავსი პროვოკაციების მიზანი სახალხო პროტესტის გაჩერებაა. განცხადებაში ვკითხულობთ:
„ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას. ასეთი ქმედებები, რასაც დღეს მთელი დღე ვუყურებთ, მკაფიოდ გვანახებს, თუ როგორ აწუხებს რეჟიმს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი. მსგავსი პროვოკაციები კი მიზნად ისახავს ამ პროტესტის გაჩერებას და იმ ძალის დისკრედიტაციას, რომელიც დღეს ზუსტად გამოხატავს მოქალაქეთა თავისუფალ ნებას და რომელიც გუშინაც კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა. მხარს ვუჭერ მშვიდობიან პროტესტს, როგორც ჩვენი საზოგადოების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებას. მოვუწოდებ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და განაგრძონ მშვიდობიანი პროტესტი, რადგან მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს მიზანს ბოლომდე,“ – წერს ზურაბიშვილი.