პრეზიდენტის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე წერს. „გასულ წელს ამ დღეს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ეს იყო კონსენსუსის, საყოველთაო სიხარულისა და დიდი ემოციების დღე. ერთი წლის განმავლობაში მმართველი ერთი კაცი – ერთი პარტია ანადგურებს ამ დიდ შესაძლებლობას და აშენებს რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.