სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით ერთადერთი ქალი კანდიდატია საპრეზიდენტო არჩევნებზე. სწორედ ქალი პრეზიდენტის დადებით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება დღეს მან და თქვა, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ.

რა გეგმები აქვს პარიზში დაბადებულ, მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილების მქონე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის ბიოგრაფიაშიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერაა.