სალომე ზურაბიშვილის 5-პუნქტიანი გეგმა

მმართველი გუნდის უცვლელი პოზიციის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ იქნება.

ექს-პრეზიდენტმა არჩევნების ჩატარების 5-პუნქტიანი გეგმა უკვე წარადგინა. დოკუმენტი სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული რასა იუკნევიჩიენეს გააცნო. ევროდეპუტატი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა და სალომე ზურაბიშვილის გარდა, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. როგორც ირკვევა განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის გაძლიერება და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ასახული მაღალი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხი იყო. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ პროტესტი და გარე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რათა მმართველი გუნდი იძულებული გახდეს ახალი არჩევნები დანიშნოს, მანამდე კი ოპოზიციის ნაწილი ხუთპუნქტიანი გეგმის რეალობაში განხორციელების გზებს ვერ ხედავს.