სალომე ზურაბიშვილი თბილისში ამომრჩევლებს შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს შეხვედრები თბილისში გამართა.

კანდიდატი სამგორში, ჩუღურეთში, ვარკეთილში, გლდანში, ნაძალადევსა და ისანში იმყოფებოდა.

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის გაერთიანებაზე ისაუბრა და გერმანიის მაგალითი მოიყვანა, როდესაც ბევრს არ ეგონა, თუ ორად გაყოფილი გერმანია გაერთიანდებოდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა დიპლომატია და გამოცდილების გამოყენება, თუმცა, პირველ რიგში ადამიანების გაერთიანებაა საჭირო.