სალომე ზურაბიშვილი სოფელ ეწერს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გუგუშვილების საგვარეულო სოფელში იმყოფებოდა.

სალომე ზურაბიშვილმა შვილებთან, თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, წინაპრების სახლი მოინახულა.

სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მამა კირიონმა დიმიტრი გუგუშვილის და ფადე მარღანიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ზურაბიშვილის შვილებმა სიმბოლურად სწორედ ეწერში წაიკითხეს ნაწყვეტი მამის, კოკი გორჯესტანის წერილიდან, რომელიც გუშინ საღამოს გავრცელდა.