სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო კონფლიქტის მოგვარების პროცესში საფრანგეთის ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის გაძლიერებასა და ფრანგული ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობაზე.