საქართველოს პრეზიდენტი რაგბის მატჩს ბათუმში დაესწრო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ წამოწყებაში ჩაერთო, ორგანიზაციამ ბათუმის სტადიონზე, საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გამართა. პრეზიდენტი ბათუმელ მოხალისეებსა და ორგანიზატორებს შეხვდა და ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.