სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრემიერს შეხვდა

პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხიც. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხზე. შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტმა საჯარო ლექცია წაიკითხა ვარშავის უნივერსიტეტში.