სალომე ზურაბიშვილი პანკისში დაპირისპირებას ეხმიანება

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია სამართალდამცავებზე თავდასხმა. მისივე პოზიციით, ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით.