ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სალომე ზურაბიშვილთან.
ჯერ კიდევ წინა შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილს შორის კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდებოდა. წინა შეხვედრა ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებამდე შედგა და მაშინდელი შეხვედრის მიზანი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასანქცირებაზე ერთობლივი მუშაობა. რა იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი – შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა კომენტარი გააკეთეს მედიასთან.