სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევას ეწვია

12:17, 10.06.2019

რეფორმები, მიღწევები, გამოწვევები და საქართველოს შრომის კანონმდებლობა, – ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოსვლისას ისაუბრებს.

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა და ჩვენი ქვეყნის შრომის კანონმდებლობის თუ დასაქმების მიმართულებით არსებულ თანამედროვე პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას.

მსგავსი