სალომე ზურაბიშვილი კახეთის მცხოვრებლებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოს, გურჯაანისა და ყვარლის მოსახლეობას შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა შეხვედრაზე მოქალაქეების თანასწორობაზე ილაპარაკა, მათ შორის ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.

ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც. სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გააპროტესტა.