სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან ესტონეთში ვიზიტს იწყებს. ტალინში სალომე ზურაბიშვილი ორი დღის განმავლობაში დარჩება, რა დროსაც მაღალი რანგის შეხვედრებს ესტონელ კოლეგასთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გამართავს. განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.

ვიზიტი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის კონტექსტშიც, რადგან ესტონეთის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და საუბრისას საქართველოს საკითხი დააყენა.

მხარეები დღეს ურთიერთთანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.