სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდება

სამუშაო ვიზიტს იწყებს დღეიდან საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილი.

ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერენ ხელს. ეს არის დოკუმენტი „ფრანგულ-ქართული, დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც, ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.

საფრანგეთში ვიზიტისას, სალომე ზურაბიშვილი, ქართულ დიასპორასთან შეხვედრასაც  გეგმავს.