სალომე ზურაბიშვილი 21 იანვარს ბრიუსელს ეწვევა

პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტისათვის ემზადება სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი ხვალ ბრიუსელს ეწვევა.

სალომე ზურაბიშვილი მაღალი დონის შეხვედრებს ევროკავშირისა და ნატო-ს სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან გამართავს. ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან რამდენიმე დღის წინ სამუშაო შეხვედრებიც შედგა.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვარს დასრულდება.