სალიბაურში აქცია დროებით შეჩერდა
ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურში, სასმელი წყლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქცია ადგილზე მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მისვლის შემდეგ დროებით შეწყდა. მოსახლეობა მერს ხმაურით შეხვდა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას მერსა და ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძეს შორის.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან შედეგს და დანაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებს განაახლებენ.
ადგილობრივების განცხადებით, აქცია სალიბაურში ერთი თვის განმავლობაში სასმელი წყლის შეწყვეტის გამო გაიმართა.