საკვირაო წირვა სამების ტაძარში

დღესვე პატრიარქი ტრადიციულად საკვირაო წირვას გაუძღვა. ტაძარში დილიდან იმყოფებოდნენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი მშობლები. ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და აზიარა. მშობლებმა აღნიშნეს, რომ სწორედ უწმინდესის დამსახურებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით მიიღო. წირვის დასრულების შემდეგ, შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა და მფარველი ანგელოზების შესახებ ისაუბრა, რომელთა ხსენებასაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზეიმობს.