საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების კვალდაკვალ მკაცრდება რეგულაციები.

საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანას ურჩევს. მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად ამ ეტაპზე მასშტაბური შეზღუდვების დაწესება არ განიხილება, ხელისუფლება ვირუსის გავრცელების შეკავებას ჯერ რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებით ცდილობს. დღესვე ცნობილი ხდება, რომ აღდგომის მომდევნო ერთი კვირა უქმედ ცხადდება – საუბარია 4-დან 11 მაისამდე პერიოდზე.

თამუნა ნადარეიშვილი გაგვაცნობს საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს.

დატოვე კომენტარი