საკონსულო მომსახურების ცენტრი

ავსტრიაში, საქართველოს საელჩოს შენობაში, თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

საკონსულო მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი, მოსაცდელი და მისაღები სივრცე მორგებულია მოქალაქეთა მოთხოვნებს. დავით ზალკალიანმა საკონსულო ცენტრის მონახულებისას საქართველოს საელჩოს ახალი შენობა დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.