საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ქვეყანაში მარიხუანის მოხმარება ლეგალური ხდება. საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის” წევრების სარჩელი დააკმაყოფილა. შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცხადდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრებული ნორმა, რომლითაც მარიხუანის პირადი მოხმარება ჯარიმის დაკისრებით ისჯებოდა.

გადაწყვეტილება არ ვრცელდება მარიხუანის მოყვანაზე და გაყიდვაზე, ასევე, იმ შემთხვევებზე, როდესაც კანაფს ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მოიხმარს.

დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილისთვის, რომელიც ლეგალიზებას ნაადრევად მიიჩნევს.

არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო კანონპროექტის მზადების დროს მმართველმა გუნდმა გარკვეული რეგულაციები მაინც დააწესოს.