საკონსტიტუციო სასამართლოს ანგარიში

საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში კონსტიტუციური კანონიერების 2018 წლის ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტს ბორჯომში სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო სექტორი, დონორი ორგანიზაციები, აკადემიურ წრეებისა და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან.

გასულ წელს სულ 95 კონსტიტუციური სარჩელი და ორი წარდგინება დარეგისტრირდა. გახმაურებულ საქმეებს შორის იყო მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და ასევე მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საგადასახადო პრივილეგიების გაუქმება.

ღონისძიების ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მედიას შორის შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანიც სასამართლოს საქმიანობის გაშუქებასთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემების განხილვა იქნება.