ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს მიმოიხილავს. დღესვე მოხდება სტატისტიკის გასაჯაროება.
შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მომწესრიგებელი კანონმდებლობის ხარვეზების თაობაზე. დაგეგმილია დისკუსია შეხვედრის მონაწილეთა შორის. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება, სამოქალაქო საზოგადოებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააძლიერონ დიალოგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან.