საკონსტიტუციო სარჩელი

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე. ამ მოთხოვნით მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი „ქართულმა ოცნებამ“ უკვე წარადგინა სასამართლოში. მოთხოვნის პასუხად, „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. პარტია „ლელოს“ სოლიდარობას უცხადებს „გახარია საქართველოსათვის“ გუნდი, მათთვის გაუგებარია, რის საფუძველზე შეიტანა სარჩელში „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული პარტია. „გირჩის“ წევრები კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, სიტყვის თავისუფლების აკრძალვაა. „ქართული ოცნება“ მოთხოვნას 500-გვერდიანი დასკვნით ამყარებს, რომელიც   დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა.