საკონსტიტუციო პროექტის განხილვა პირველ არხზე

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა იწყება. დისკუსია საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. განხილვას ჩვენი არხი დღეს 19 საათიდან დაუთმობს ეთერს. ტელემაყურებლების კითხვებს საორგანიზაციო კომისიის წევრები უპასუხებენ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, განხილვაში საქართველოს პირველი არხისა და პარლამენტის ონლაინ პლატფორმების მეშვეობით ჩაერთოს.

ტელემაყურებლებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები გამოგზავნონ პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე. ვინ აპირებს ამ ფორმატში მონაწილეობის მიღებას და როგორია მათი პოზიცია.