საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი უკვე მე-3 დღეა გასვლით შეხვედრას კახეთში მართავს და მუშაობა დღეს დასრულდება.
სამუშაო ჯგუფში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ შემუშავდება პროექტი, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო.