საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფართო პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტის მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შენიშვნები არ აქვთ. მათი პრეტენზიები შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტების აღსრულებას ეხება. სწორედ 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, მანდატების პროპორციული წესით გადანაწილებას, გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს და ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატების რაოდენობის შემცირებას გულისხმობს. ძირითად საკითხებზე პოლიტიკური კონსენსუსის მიუხედავად, რამდენიმე პუნქტი მაინც სადავო რჩება.