საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს მოხდება. კონსტიტუციური პროექტის ინიციატორი 91 დეპუტატია, რომელთა შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან. ცვლილებების მომზადება შარლ მიშელის შეთანხმებას უკავშირდება. პროექტის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 2%-მდე მცირდება. ასევე, ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხი იქნება საჭირო. იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესი. კერძოდ, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის 3/5 უმრავლესობით.

მოამბე