საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

პარლამენტმა ხვალ პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყაროს საქართველოს კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების პროექტს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს გამართულ კონსულტაციაზე, პოლიტიკური მხარეები სამიდან ორ ცვლილებაზე შეთანხმდნენ. პარტიები მხარს უჭერენ საარჩევნო ბარიერის დაწევას ხუთიდან  ორ პროცენტამდე და პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად მოქმედი წესის ცვლილებას. შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ფრაქციის შექმნას ოთხი კანონმდებელი დასჭირდება. აზრთა სხვადასხვაობაა გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე.

როგორ და რა სახით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე?  – მხარეთა პოზიციებით თეონა მანაგაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.

დატოვე კომენტარი