საკონსტიტუციო ცვლილებები - შეფასებები

საკონსტიტუციო ცვლილებები. დოკუმენტის აღნიშნული ვარიანტის პირველი მოსმენით დამტკიცება და პარტნიორების კრიტიკული შეფასებები დილიდან განხილვის თემაა საკანონმდებლო ორგანოში. უარყოფითი გამოხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების დღის წესრიგიდან მოხსნას უკავშირდება. ოპოზიციური პარტიები გენერალური პროკურორის წესზე პარტნიორი ქვეყნების კრიტიკას იზიარებენ. მათი განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ დილემის წინაშე დააყენა, ან საარჩევნო ბარიერის დაწევისთვის მხარი დაეჭირათ, ან საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდნილიყო. მმართველი გუნდი კრიტიკას არ იზიარებს და განმარტავს, რომ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობის არჩევა სამართლებრივად გაუმართლებელია.