საკონსტიტუციო ცვლილებები

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ სახალხო განხილვები იწყება. უკვე დაკომპლექტებულია საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. კომისია ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრებს ჩაატარებს და განხილვის შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რის შემდეგაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა დაიწყება. ოპოზიციის ნაწილი სახალხო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით პრობლემას ხელოვნურად ქმნის.