საკონსტიტუციო ცვლილებები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისია შექმნა. კომისიის შემადგენლობა ხუთი დეპუტატით განისაზღვრა. დოკუმენტს ერთთვიანი სახალხო განხილვისთვის ლევან იოსელიანი, ალეკო ელისაშვილი, დავით ზილფიმიანი, შალვა პაპუაშვილი და კახა კუჭავა მოამზადებენ. საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო საკითხებს ეხება. რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. პარლამენტში კი, ფრაქციის შექმნას ოთხი დეპუტატი შეძლებს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მოამბე