საკონსტიტუციო ცვლილებები

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში 29 მარტს ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილებები „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება. ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე მცირდება, იცვლება ფრაქციის დაკომპლექტების წესიც. ფრაქციის შექმნა შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხ დეპუტატს შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, პარლამენტში ამ დროისთვის 96 დეპუტატია, შესაბამისად, ცვლილებების მიღებას პოლიტიკურ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა სჭირდება, რომელთა უმეტესობაც სკეპტიკურადაა განწყობილი.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.