საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გრძელდება საპარლამენტო კომიტეტებში. მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის შესახებ მსჯელობა დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაიმართება. მოგვიანებით იგეგმება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაც. ამ სხდომაზეც პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობის განხილვა მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა. ცვლილებაა მხოლოდ ორ უწყებაში. თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი კი, ირაკლი ქარსელაძე იქნება.

მოამბე