თბილისში საზეიმოდ გაიხსნა შვიდი შვიდზე ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც „მზიურში“ მდებარე სტადიონზე ტარდება. მას საქართველო პირველად მასპინძლობს. გამარჯვებისთვის 13 ქვეყნის 16 გუნდი იბრძვის, მათ შორის ოთხი საქართველოდან. მოედანზე ბევრი ცნობილი ვეტერანი გავიდა – კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ნავალოვსკი, ირაკლი კლიმიაშვილი.
საქართველოს შვიდი შვიდზე ფეხბურთის ასოციაცია 2019 წელს დაფუძნდა და ზედიზედ ექვსი წელია, მასტერ ლიგის სამოყვარულო ჩემპიონატს ატარებს. ჩვენი ეროვნული ნაკრები კი საერთაშორისო ტურნირებში სამი წელია მონაწილეობს.