სახელმწიფოს ღალატისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება

15:03, 10.08.2026

სახელმწიფოს ღალატისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს დილიდან გამოიკითხა კობა ლიკლიკაძე – ის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორია. ლიკლიკაძის განცხადებით, მას არ სმენია, რომ ქართველებს ტყვეები დაეხვრიტათ. მისივე თქმით, გიორგი ბარამიძის განცხადების სიმძიმეზე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც მეტყველებს.

დღეს ასევე გამოიკითხა გია ნიშნიანიძე. საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე რჩება მალხაზ თოფურია. პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა. სწორედ კობა კობალაძის მიმართვა დაედო საფუძვლად გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა, ნათქვამი მან სრულად არ უარყო.

მსგავსი