სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

18:15, 06.11.2021

 ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, შეფასებები მოჰყვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და სუს-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ვინმე რომ მკვლელობასა და მძიმე დანაშაულს მართლაც გეგმავდეს, სამართალდამცველებმა ისინი უნდა დააკავონ და არა განცხადებები აკეთონ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათთვის მოულოდნელი არ არის, რადგან ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

მსგავსი