სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში 

21:10, 25.11.2026

სუს-ის ხელმძღვანელის პირველი ანგარიში პარლამენტს – თანამდებობაზე ორი თვის წინ დამტკიცებულმა თამაზ ბორაშვილმა დღეს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

უწყება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზეა პასუხისმგებელი, ანგარიშში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შიდა დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მცდელობებზე. დოკუმენტს ჯერ საკომიტეტო დონეზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გაეცნენ, თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმი საიდუმლოების დაცვის არგუმენტით მედიისთვის დაიხურა. გლობალური არასტაბილურობის, საერთაშორისო დღის წესრიგის რღვევის და რეგიონულ ძალთა ბალანსის ცვლილებების ფონზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო ერთ წელს განსაკუთრებით რთულად აფასებს და პატარა ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვის გამოწვევებზე მიუთითებს. შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, ფარული მოქმედებები და დეზინფორმაციის კამპანია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესარყევად – ანგარიშში ამავე კონტექსტში განიხილება 4 ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები. დოკუმენტში საუბარია იმ აგენტურულ შეხვედრებზეც, რომლებსაც უწყების ცნობით, საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ატარებდნენ.
წინა წლების მსგავსად, სუს-ის ანგარიშში ყველაზე დიდ საფრთხედ ორი რეგიონის ოკუპაცია, ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები და მოქალაქეების დაკავებები სახელდება.

მსგავსი