სახელმწიფო თანხების მითვისება – აღკვეთის ღონისძიება

21:15, 04.04.2026

დანაშაულის აღიარება და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამ პირობით უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს, აღკვეთის ღონისძიებად, გირაო შეეფარდათ, თავდაპირველად პროკურატურა დანაშაულში მხილებულთა მიმართ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, დაკავებულებმა სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ბრალდება აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

საუბარია 3 მილიონ 529 ათასი ლარის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე, რომელიც ბრალდებულებმა მიითვისეს. გამოძიების მიხედვით, დაკავებულები სამი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ 14 ათასზე მეტ ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ და არაჯეროვნად ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს, აყალბებდნენ მიღება-ჩაბარების აქტებს, რის შედეგადაც მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა.

სისხლის სამართლის საქმის დეტალები გიორგი იდუკაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი