სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“

ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი აზიის განვითარების ბანკმა 8.3 მილიონ ლარით დააფინანსა. პროექტის მიხედვით, ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების, 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის საცურაო აუზი აშენდება. კომპლექსი ითვალისწინებს სპეციალური სივრცეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. სპორტკომპლექსში ასევე შესაძლებელი იქნება სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური სივრცეებით სარგებლობა. პროექტის მიხედვით აუზის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.