სახელმწიფო მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები 

ხელისუფლება ბოლო რვა წელიწადში განხორციელებულ ბიზნეს-პროექტებს აჯამებს.

2013 წლიდან დღემდე ქვეყანაში ორნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დღევანდელ პრეზენტაციაზე ხელისუფლებამ საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად მომდევნო წლებში დაგეგმილი პროექტები და პროგრამებიც წარმოადგინა. განსაკუთრებული აქცენტი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე გაკეთდა.