სახელმწიფო მინისტრის განცხადება

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ოპოზიციის მაშინდელ გეგმაზე ისაუბრა და თქვა, რომ თავდაპირველად ოპონენტები თბილისის საკრებულოში შეჭრას გეგმავდნენ. თუმცა მდინარაძეს თქმით, შენობაში სპეცრაზმელთა სიმრავლის გამო, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები გეგმა B-ზე გადავიდნენ და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს, რითაც, მისივე თქმით, სატყუარაზე წამოგნენ. ასევე ვიცე-პრემიერის განცხადებით, არსებობდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები. მამუკა მდინარაძემ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს წვლილზეც ისაუბრა.