სახელმწიფო მინისტრის ანგარიში
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას სახელმწიფო სტრატეგიის 2024 წლების საქმიანობის ანგარიში და 2025-26 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი წარუდგინა. განხილულ იქნა ხუთი ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესი.
2024 წლის საქმიანობის კონსოლიდირებული ანგარიშის დამტკიცების შემდგომ, დოკუმენტი გასაჯაროვდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, ხოლო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.