„შტატები დიდი ხანია, ვერ ახერხებს ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებში აშკარა შეუსაბამობის მოგვარებას“ – ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის მტკიცებით, ასეთი შთაბეჭდილება ნატო-ს მინისტერიალზე გამართული შეხვედრის შემდეგ დარჩა. „ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნებია ორივე ორგანიზაციაში, როდესაც ეს ქვეყნები ნატო-ს ქუდებს ატარებენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი ურთიერთ-უსაფრთხოების ქვაკუთხედია, მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდებს ატარებენ, ისინი ყველანაირ დღის წესრიგს მისდევენ, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება აშშ-ს ინტერესებსა და უსაფრთხოებას.“- წერს ლანდაუ.